Monday, September 16, 2019

წრის მუშაობის გეგმა

წრის დასახელება  ,, ჩვენ ვწერთ ლამაზად"

შპს საშუალო სკოლა  ,,ცოდნაში"  ქართული ენის  მასწავლებლის ლელა აბზიანიძის ხელმძღვანელობით  მიმდინარეობს 2019  წლის   19 სექტემბრიდან- 25 ნოემბრის ჩათვლით ლიტერატურული პროფილის  საწრეო მუშაობა  ,,ჩვენ ვწერთ  ლამაზად"

წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლება და სასკოლო მუშაობაში თითოეული მოსწავლის უფრო აქტიური ჩართვა.
რადგან  ზოგიერთი მოსწავლე არ წერს საკმარისად ლამაზად,  ამიტომ სკოლაში ჩამოყალიბდა ლიტერატურული პროფილის  წრე IV,  V  და  VI  კლასის მოსწავლეთათვის,  სადაც წრის წევრებისათვის იქნება გაცნობილი მათთვის მოტივაციის  გაზრდის მიზნით ლამაზი წერის ნიმუშები. მოსწავლეებს მივუთითებ ციფრულ ინტერნეტ-რესურსებს და  ბეჭდურ რესურსებს, სადაც მათი ინტერესების შესაბამისი წერითი ნიმუშები იქნება მოცემული. ამ რესურსების მიზანია აზიაროს მოსწავლეები ლამაზად წერის ხელოვნებას და თავად შეძლონ მოსწავლეებმა კალიგრაფიული ნიმუშების შექმნა.  წრის მუშაობისას  მოხდება მოსწავლეთა პროვოცირება  და წახალისება ლამაზად წერაში.
საწრეო  მუშაობისას არის რისკი, რომ მუშაობისათვის შერჩეული დრო ყველა მოსწავლისათვის არ იყოს ოპტიმალური, რისთვისაც თითოეულ მოსწავლეს ვთავაზობთ მასზე მორგებული ოპტიმალური დროის შერჩევას  საწრეო მუშაობისათვის.
    წრის მუშაობის პროცესში დროდადრო  მოხდება კედლის გაზეთის გამოშვება, სადაც გამოიფინება მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნიმუშები, ჩაიწერება ქართული კალიგრაფიის განვითარების შესახებ საინტერესო მასალა,  დასასრულს  კი  მოეწყობა დიდი პრეზენტაცია, რაც გაზრდის მოსწავლეთა დაინტერესებას  ლამაზად წერით. შედეგად გაიზრდება მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და გაიზრდება მოსწავლეთა  სწავლის მოტივაცია.  




 შეხვედრების განრიგი:


1. კლუბის დაკომპლექტება, სამუშაო გეგმის გაცნობა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება   თემების შერჩევა მოსწავლეებთან ერთად.   19.09.2019

2. საუბარი თემაზე  ,,რა  ვიცით ქართული კალიგრაფიის განვითარების ეტაპების  შესახებ"  25/09/2019წ

3. ,,ვწეროთ ლამაზად" კალიგრაფიის შესახებ ინტერნეტ რესურსების გაცნობა და  ვარჯიში ლამაზად წერაში   9 /10/2019წ    

4. კალიგრაფიის შესახებ ინტერნეტ რესურსების  განხილვის შედეგების მიხედვით დისკუსიის მოწყობა   16 /10/2019წ    

5. ,,ვწეროთ ლამაზად"   ვარჯიში ლამაზად წერაში  მოსწავლეთა მიერ  დაწერილი კალიგრაფიული ნიმუშების განხილვა  და საუკეთესოების ამორჩევა    23 /10/2019წ ,  30 /10/2019წ,    5 /11/2019წ ,  12.11. 2019წ

6. საუკეთესო კალიგრაფიული ნიმუშების შესახებ კედლის გაზეთების მომზადება და გამოფენა  სკოლის თვალსაჩინო ადგილას   19.11. /2019წ

7.  წრის მუშაობის შეფასება  მშობლების, მასწავლებლების, დირექციისა და  მოსწავლეების მიერ- შეფასების კითხვარების შევსება   25.11/2019წ


  წრის წევრები  2019  წელი   18 სექტემბერი- 25 ნოემბერი

1.   ლუკა ქაროსანიძე
2.  თეკლა სტურუა
3.  ნინი ცხვარაძე
 4. ზურა ბერიკაშვილი
5.   მახო ქავთარია
6.   გიორგი ცომაია
7.   დემეტრე თადუმაძე  

No comments:

Post a Comment

წრის მუშაობის გეგმა

წრის დასახელება  ,, ჩვენ ვწერთ ლამაზად" შპს საშუალო სკოლა  ,,ცოდნაში"   ქართული ენის   მასწავლებლის ლელა აბზიანიძის ხელმძღვა...